logo
ENG



აქცია ზუგდიდში - მოქალაქეები შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით "კომენდანტის საათს" არღვევენ

09 თებ 202122:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/kxkalv8sb2yu2a3.png

ზუგდიდში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ. ისინი მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ. მათ შენობის წინ არსებული ტერიტორიის მოხატვა სცადეს, მაგრამ იქ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაც მოყვა.

ამ დროისთვის, აქცია უკვე დასრულებულია.

 


close დახურვა